უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

როგორც თამაზ ბაკურიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საწარმოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო