ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა.

„ვიცე-პრემიერმა მიულოცა თურქეთის ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება საქართველოში და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში. განხილული იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, ყურადღება გამახვილა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ.

აღინიშნა წარმატება, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35 პროცენტი შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი 69 პროცენტიანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა.

ამის მიუხედავად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოს და თურქეთს შორის, რომელთა შესახებაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულების სტადიაზეა, კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა