პრემიერი ოპოზიციაზე - ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც ყოველთვის ფიასკოთი დასრულდება - ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას

მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არცერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა, „რადიკალური ოპოზიციის რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის“. მისი თქმით, ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც ფიასკოთი დასრულდა.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მათი სურვილი არ არის არც კანდიდატის სტატუსის მიღება. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. ყველას კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც რა თქმა უნდა, ფიასკოთი დასრულდა და ყოველთვის ასე დასრულდება. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. თუ მათ სურთ თანამშრომლობა გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. ამის მიუხედავად, პარლამენტში მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, სამუშაო ჯგუფები შექმნილი და მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არცერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს