გიორგი ვაშაძე ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე - შოკირებული ვარ - ეს არის სამშობლოს ღალატი!

შოკირებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰყოლოდა პირველი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე იტყოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა ვთქვათ - ეს არის სამშობლოს ღალატი! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ- მინისტრის განცხადებას ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე.

მისი თქმით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ნათელია, რატომ არ აკეთებს განცხადებას საგარეო უწყებაც.

„დავარქვათ თავის სახელი, მოღალატე ქვეყნის პრემიერი არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი პასუხი მის ამ განცხადებაზე, რომელიც შოკის მომგვრელია.

პირველი საჯარო განცხადება ამ საკითხზე გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელმა" სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი ოფიციალური პირი არ აკეთებდა განცხადებას ჩვენი ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით. დღესავით ნათელია - როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც პრემიერი ჰყავს მოღალატე, რაიმე განცხადება გააკეთოს. შოკში ვარ უბრალოდ, როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ღამე დაიძინონ და ასე ინდიფერენტულად უყურონ იმას, რაც ხდება,"- განაცხადა ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ „ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ".

„სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენ ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს