ალუდა ღუდუშაურის ინფორმაციით, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ადგილზე ცოცხალი ძალაა, ბიჭები მუშაობენ. ღამის პერიოდში ხილვადობა ძალიან რთულია და ფაქტობრივად ძალიან დიდი რისკია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მყოფმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საათები დაჭირდება გარდაცვლილთა შემთხვევის ადგილიდან ამოყვანას.

"მე მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. ყველანი ჩვენ ვართ მგლოვიარენი. ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ქართველისთვის.

ადგილზე ცოცხალი ძალაა, ბიჭები მუშაობენ. ღამის პერიოდში ხილვადობა ძალიან რთულია და ფაქტობრივად ძალიან დიდი რისკია, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერს აკეთებენ. საათები დაჭირდება ყველას შემთხვევის ადგილიდან ამოყვანას.

ამ წუთსაც, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მიდის ღონისძიება. ეს არის რთული რელიეფი და დიდი რისკია ამ სამაშველო ოპერაციის, სამაშველო სამსახურისთვის და ბიჭები ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, შესაბამისი უწყებები იმსჯელებენ და გადაწყდება სრულად აიკრძალოს პარაპლანით ფრენა თუ დაწესდეს ისეთი რეგულაციები, რაც მსგავს შემთხვევებს გამორიცხავს.

"პარაპლანით ფრენა დიახ, შეჩერდა და ბუნებრივია, კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოქცევისა.

ამას აუცილებლად მიექცევა ყურადღება და ვიფიქრებთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, ეს იქნება ან სრულად აკრძალვის მომენტი ან ისეთი მაღალი სტანდარტის ლიცენზია, რომელიც მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული. თუ ოდნავ მაინც რისკი იარსებებს ისეთი ფაქტებისა, რომლისაც ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ, ჩვენ არ გვიღირს და არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანები და ჩვენი გმირი მაშველები ეწირებოდნენ ასეთ ფაქტებს. ეს არის ყოვლად გამორიცხული", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება გადარჩენილ პარაპლანისტს, დეპუტატის თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

"რაც ერთი შეხედვით ჩანს სასიცოცხლო პარამეტრებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს ამ ეტაპისთვის", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა