მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაურში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.