თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თელავში, ნადიკვარის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ დრომდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძარის გამოწვევი მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.