გუდაურთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაურთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შსს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, დროებით კვლავ აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.