დავით გაბაიძე - ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა, საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის უმთავრესი მიზანია

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულებს და მათ ოჯახებს, სრულიად საქართველოს მიუსამძიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭოს წევრებს, სხდომაზე დამსწრე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოების თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და გივი მიქანაძე მიესალმნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მათ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობის, ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების წინაპირობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სხდომაზე, ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, გეგმაში 30-მდე იდეა დაჯგუფებულია 8 ვალდებულებაში და 3 ძირითად ბლოკში ერთიანდება. თითოეული ბლოკი ღია მმართველობის უმთავრეს პრინციპებს წარმოადგენს და საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

გეგმა ერთხმად დამტკიცდა და საბჭოს გადაწყვეტილებით, ის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.

დღესვე, კანონმდებლებმა კონკურსის - „იდეები უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“ გამარჯვებულები - ლანა მუკუტაძე (პირველი ადგილი), ანა მოგელაძე (მეორე ადგილი) და ქეთევან მალაზონია (მესამე ადგილი) დააჯილდოვეს. მათი იდეები აისახა ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში, რომლის თანახმად, ამიერიდან კონკურსი ყოველწლიური იქნება“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა