გარდაბანში 2 არასრულწლოვან გოგოს ეძებენ

გარდაბანში 2 არასრულწლოვან გოგოს ეძებენ

რამდენიმე დღეა სამართალდამცველები 2 დაკარგულ გარდაბნელ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სახლიდან გავიდნენ, თუმცა, უკან აღარ დაბრუნებულან.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები არიან ჩართული.

დაკარგულების შესახებ ჯერჯერობით სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.