მარნეულში covid-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა

მარნეულში covid-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის, ორგანიზაცია USAID-ის და მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულში covid-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილზე მისულ მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

ამასთან, დამსწრეებმა შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს.

გამარჯვებულებს წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.