ტერაბანკის დაფინანსებითა და "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ქუთაისში ქვის საწარმო გაიხსნა

ტერაბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერის ფარგლებში, ქუთაისში ქვის საწარმო „ნითეს“ გახსნა დააფინანსა. ახალი საამქრო, რომელიც ქვის მასალებს ევროპული სტანდარტით ამუშავებს, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით შეიქმნა.

ამჟამად „ნითე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ზომისა და ხარისხის ბუნებრივი გრანიტის ფილას, ბორდიურს, ქვაფენილსა და სხვა პროდუქციას სთავაზობს. საამქრო მთლიანად თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც ევროპული სტანდარტის საწარმოო პროცესს განაპირობებს.

„ბოლო წლებში გადაზიდვებისა და მშენებლობის მომსახურების გაძვირებამ ადგილობრივი, გამძლე და მაღალი ხარისხის ქვის პროდუქტების წარმოებაზე გაზარდა მოთხოვნა. ამასთან, საქართველოს საუკეთესო ქვების უმეტესობა ქუთაისის შემოგარენში მოიპოვება. როცა ბიზნესსაქმიანობის სფეროს ვარჩევდი, ეს ფაქტორი ჩემთვის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენდა“, - ამბობს „ნითეს“ დამფუძნებელი ველიკ კეზევაძე.

ქვის საწარმო თანამედროვე ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით ტერაბანკის დაფინანსებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით აღიჭურვა. საგულისხმოა, რომ სესხის სრული ვადის განმავლობაში კომპანია სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივ სუბსიდირებასა და სესხის გირაოთი უზრუნველყოფაში მხარდაჭერასაც იღებს.

„ტერაბანკთან ფინანსურმა პარტნიორობამ და ჩვენზე მორგებულმა, შეღავათიანმა პირობებმა საშუალება მოგვცა, საწარმო სწრაფად გაგვეხსნა და გაყიდვებიც უმოკლეს დროში დაგვეწყო. ამჟამად უკვე საქმიანობის გაფართოებაზე ვფიქრობთ და ახალი დანადგარები ჩამოგვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზეც. ამ ეტაპების შემდეგ ჩვენი განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - აღნიშნავს კომპანიის მმართველი პარტნიორი ველიკ კეზევაძე.

ტერაბანკი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნესკლიენტებს სხვადასხვა კუთხით ეხმარება. მათ შორისაა როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, ისე საქმიანობების განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ამ მიმართულების ინიციატივები ბანკს ხელს უწყობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა