“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 3 აგვისტოს, 05:00დან 12:00 საათამდე, ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 3 აგვისტოს საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 3 აგვისტოს, 05:00დან 12:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი, რქვია, მარტოთუბა, სანახშირი, ტეფლა, ვაკე, საღვინე, ჭალატყე.

ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა