ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 5 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა.

„სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან ბაჩიაშვილთან და დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა