პროკრედიტ ბანკი თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო გარემოს უქმნის

პროკრედიტ ბანკმა, საერთაშორისო ქსელის მასშტაბით, სამუშაო პროცესისადმი ახალი მიდგომა დანერგა, რისი მიზანიც თანამშრომლებისთვის მოქნილი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაა.

მუშაობის ახალი მოდელი, საშუალებას აძლევს პროკრედიტ ბანკის თითოეულ თანამშრომელს, სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს და გადაანაწილოს დრო უფრო ეფექტურად და ყოველთვე, სამუშაო დღეების ნაწილი (თვეში 5 დღე) ე.წ “Home office” პრინციპით იმუშაოს, სასურველი გარემოდან.

აღნიშნული ინიციატივა გერმანული ბანკის მიერ თანამედროვე ევროპული მიდგომების მორიგი გაზიარებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც პროკრედიტ ბანკები ოპერირებენ.

ის, რაც პროკრედიტ ბანკის ამ ინიციატივას მნიშვნელოვნად გამოარჩევს, ერთი მხრივ, არის სისტემური მიდგომა და ყველა თანამშრომლისთვის თანაბარი პირობების შექმნა; მეორე მხრივ კი - მოქნილობა, რომელიც თითოეულ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თავად აირჩიოს, როდის და საიდან იმუშაოს. ბანკი მათ სრულად უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკით.

სამუშაო პროცესის მსგავსი მოწყობა თანამშრომლებს უმაღლებს მოტივაციას, თუმცა დიდ პასუხისმგებლობასთანაცაა დაკავშირებული - მოითხოვს თვითორგანიზების მაღალ დონესა და დროის ეფექტურ მენეჯმენტს. დისტანციური მუშაობისას მნიშვნელოვანია, ასევე, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით აქამდე მიღებული პოზიტიური გამოცდილება ბანკის ახალი ინიციატივის წარმატებისა და გრძელვადიანი საკადრო მიდგომის საწინდარია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარ სამუშაო მოდელს ბევრი უპირატესობა აქვს არა მხოლოდ ორგანიზაციისა და თანამშრომლისთვის, არამედ გარემოსთვისაც: შემცირებული სატრანსპორტო გადაადგილების შედეგად მცირდება ატმოსფეროში მავნე აირების გამოფრქვევა, რაც დადებითად აისახება ჩვენს გარემოსა და ქალაქებზე. შესაბამისად, პროკრედიტ ბანკისთვის მუშაობის ახალი პოლიტიკა გარემოსდაცვითი მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტია.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა