ირაკლი კობახიძე უკრაინელი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე - რესურსებიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის დახმარებები, სამწუხაროდ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა

რესურსებიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის დახმარებები, სამწუხაროდ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, შესაბამისად, ხელისუფლებას გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დასრულდა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული პროგრამა დაანონსებული 1 თვის ნაცვლად, 4 თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

„ვითარება რთულია ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს მომავალში. ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო საკმაოდ სერიოზული კომპენსაციები, თუმცა, რესურსებიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის დახმარებები, სამწუხაროდ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, შესაბამისად, ხელისუფლებას გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, უკრაინელ დევნილებს სახელმწიფო დაეხმარება და მათთვის გათვალისწინებულია კონკრეტული კომპენსაციები.

„ოჯახის 300-ლარიან დახმარებას ემატება სულადობრივი დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები და ა.შ. რა თქმა უნდა, რაღაცები საკმარისი შეიძლება არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და ამის ფარგლებში გამოიყოფა დახმარება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 500 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი პირი. სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს