გორის მუნიციპალიტეტის 2023 – 2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის 2023 – 2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უკვე გააცნო. ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერისაა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, მერი ხელმძღვანელობს.
,,პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა. დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























