გიორგი კაჭარავა - სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გარდა ყველა დანარჩენი ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში უკვე არის ნატო-ს წევრი, მიუხედავად რუსეთის დიდი ძალისხმევისა, შეეჩერებინა ეს პროცესი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირების მიზეზებზე, თუ რა გავლენები აქვს მოსკოვს ბალკანეთში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კრემლმა აშშ-სა და ევროკავშირს ბალკანეთში მეორე ფრონტი გაუხსნას, ასევე უკრაინაში ომის გამო საქართველოს გაზრდილი სატრანზიტო შესაძლებლობების სავარაუდო მოცულობებზე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად იქცეს, ასევე უკრაინაში ომთან დაკავშირებით არსებულ აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსისაერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, 2014-2021 წლებში კოსოვოში ეუთო-ს რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აშშ- და ევროკავშირმა აღიარა, კოსოვოსა და სერბეთს შორის სხვადასხვა მასშტაბის შეტაკებები ბევრჯერ მომხდარა. მაგრამ, ახლა მოვლენები ისე განვითარდა, რომ დიდი დაპირისპირებისათვის ყველა პირობა შეიქმნა.

ბრიუსელისა და ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ ვითარება თითქოს ჩაწყნარდა. სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მადლობა დასავლელ პარტნიორებს გადაუხადა, მაგრამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რუსეთის მიმართ მხარდაჭერისთვის.

ახლა რატომ გამწვავდა უკიდურესად ვითარება კოსოვოსა და სერბეთს შორის და, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ამჟამად დაძაბულობა განმუხტულია და შეიარაღებული შეტაკების ალბათობაც შემცირებულია. ბოლო გამწვავებას აქვს რამდენიმე მიზეზი, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე დონეს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა ეს არის სტრატეგიული დონე, რაც მიუთითებს კოსოვოს პრობლემის მოუგვარებლობაზე.

ანუ, კოსოვოს ომის 23 წლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტი ჯერაც არ არის დარეგულირებული და კიდევ არსებობს კონფლიქტის საომარ ფაზაში დაბრუნების რეალური შანსი.

ის დაძაბულობა, რომლის მომსწრენი ჩვენ გავხდით 2 დღის წინ არის შედეგი იმ სისტემური პრობლემების, რომელიც თან ახლავს კოსოვოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესს

ოპერატიულ დონეზე, აგრეთვე თავი იჩინა გაწელილი მოლაპარაკებათა პროცესის არაეფექტურობამ, მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობამ, ან მათი შესრულების თვითნებურმა ინტერპრეტაციამ, ან მთლიანად უგულებელყოფამ, რაც თავისთავად ქმნის ჩიხურ სიტუაციას ბევრი მიმართულებით.

და ბოლოს უნდა ვახსენო ტაქტიკური დონე, როდესაც მხარეები ცდილობენ ამა, თუ იმ მიმართულებით, მათთვის სასურველი ვითარების შექმნას, თავისი შიდაპოლიტიკური, ან მცირე მასშტაბის საკითხების გადასაჭრელად.

ყოველივე ამან დროთა განმავლობაში შექმნა ნიადაგი იმისთვის, რომ პოზიციების რადიკალიზაცია გახდა ნორმა, და ხისტი პოლიტიკის ქონა მხარდაჭერილია შიდა ძალების მიერ. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძნელია ილაპარაკო რაიმე წინსვლაზე კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების თვალსაზრისით.

ამგვარად, ის დაძაბულობა, რომლის მომსწრენი ჩვენ გავხდით 2 დღის წინ არის შედეგი იმ სისტემური პრობლემების, რომელიც თან ახლავს კოსოვოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესს.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო შუამავლები აქტიურად ჩაერევიან ამ კონკრეტული საკითხის დარეგულირებაში და დაეხმარებიან მხარეებს აირიდონ ესკალაციის ახალ ტალღა

ბოლო გამწვავება განპირობებული იყო კოსოვოს მხარის მიერ ახალი წესების შემოღების მცდელობით, რომელიც ეხება სერბეთის მოქალაქეების შემოსვლას კოსოვოს ტერიტორიაზე და მათთვის დროებითი დოკუმენტების გაცემის წესებს.

ამგვარი ქმედებების მცდელობები ადრეც ყოფილა, და ყოველთვის საერთაშორისო დიპლომატიური ან სხვა არსებული არხებით ხდებოდა ვითარების განმუხტვა. ამჟამად კი ვითარება გამწვავდა და სერბეთი მზად იყო, თავისი მოქალაქეების დასაცავად საჯარისო ქვედანაყოფები შეეყვანა კოსოვოში.

სიტუაციის განმუხტვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირდაპირმა ჩარევამ. ამის შედეგად კოსოვოს მხარემ ერთი თვით გადაავადა ხსენებული ახალი წესების შემოღების პროცედურა, რამაც ამ ეტაპზე სიტუაცია დაამშვიდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო შუამავლები აქტიურად ჩაერევიან ამ კონკრეტული საკითხის დარეგულირებაში და დაეხმარებიან მხარეებს აირიდონ ესკალაციის ახალ ტალღა.

მხარეებს დიამეტრულად განსხვავებული მიდგომები და მიზნები აქვთ. ეს ქმნის იმგვარ კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც დროდადრო ვითარების სერიოზულად გამწვავების წინაპირობაა

თუმცა, ეს საკითხი ერთ-ერთაგანია იმ გრძელ ნუსხაში, რომელსაც გამწვავების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად, ალბათ საჭიროა, რომ მხარეები დაუბრუნდნენ ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებათა პროცესის კონსტრუქციულ კალაპოტს და უკვე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაზე იფიქრონ.

ეს ეხება, მათ შორის მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, განათლების სფეროს, სავაჭრო რეჟიმს და ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა კოსოვოში სერბებით დასახლებული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნა, რაც თავის მხრივ მისცემს კოსოვოს სერბულ მოსახლეობას გარკვეული ავტონომიისა და დაცულობის მექანიზმს.

მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კოსოვოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ამოცანად იქცა, სერბების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი.

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გარდა, ყველა დანარჩენი ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში უკვე არის ნატოს წევრი, მიუხედავად რუსეთის დიდი ძალისხმევისა შეეჩერებინა ეს პროცესი

ეს მათთვის საკვანძო საკითხს წარმოადგენს, რათა სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მას გზა ეხსნება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრობისკენ, რაც გულისხმობს პირველ რიგში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობას. ამიტომ, ჩვენ მომსწრენი ვართ კოსოვოს მხრიდან, უკვე მიღწეული შეთანხმებების მიმართ გარკვეულ რევიზიონისტულ პოზიციას და დიალოგის პროცესის შეფერხებას.

პრიშტინას ასეთ პოზიციას, ბელგრადის მხრიდან სისტემატურად მკვეთრი რეაქციები მოჰყვება ხოლმე. უნდა აღინიშნოს, რომ სერბეთი თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს კოსოვოსთან მიმართებაში, რომელიც გამოიხატება მკვეთრად გამოხატულ პოზიციაში - შეიძლება ვილაპარაკოთ ყველაფერზე, კოსოვოს დამოუკიდებლობის გარდა.

ვითარება ასეთია - მხარეებს დიამეტრულად განსხვავებული მიდგომები და მიზნები აქვთ. ეს ქმნის იმგვარ კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც დროდადრო ვითარების სერიოზულად გამწვავების წინაპირობაა.

- დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარების გამწვავება მოსკოვის გარეშე არ მომხდარა. უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე კრემლი ცდილობს კონფლიქტურ ზონებში ვითარებების გამწვავებას, რომ აშშ- და ევროპამ უკრაინის დახმარებისთვის ვერ მოიცალოს.

მეტიც, რუსეთმა გადადო ევროპისთვის მეორე ფრონტის გახსნა ბალკანეთში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორც ამბობენ, ბალკანეთის ქვეყნებში რუსეთს სერიოზული გავლენები აქვს, სულაც არაა გამორიცხული კოლექტიურმა დასავლეთმა ბალკანეთში მეორე ფრონტი მაშინ მიიღოს, როცა ამის გაკეთებას კრემლი ჩათვლის.

რამდენად დიდია ბალკანეთის ქვეყნებში რუსეთის გავლენა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირმა მეორე ფრონტი ბალკანეთში რუსეთის მონაწილეობით მართლაც მიიღოს?

- რუსეთს ბალკანეთში ტრადიციულად და ისტორიულად დიდი გავლენა აქვს და ბევრ პროცესებში ჩართულიცაა. ამიტომ მისი პოზიცია ამ რეგიონში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია.

თუმცა, ნატოს ბალკანური ექსპანსიის ფონზე ეს გავლენები სულ უფრო და უფრო მცირდება. სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გარდა, ყველა დანარჩენი ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში უკვე არის ნატოს წევრი, მიუხედავად რუსეთის დიდი ძალისხმევისა შეეჩერებინა ეს პროცესი.

რუსეთს გააჩნია მცირე სამხედრო კონტინგენტი სერბეთში, კოსოვოსთან ადმინისტრაციულ საზღვარის მახლობლად ქალაქ ნიშში, რომელიც რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში საკმარისად საგრძნობი

ამგვარად, რუსეთის გავლენა ნელ-ნელა მცირდება. თუმცა სერბეთთან მიმართებაში, რომელსაც რეგიონში განსაკუთრებული ეკონომიკური და სამხედრო პოზიციები უკავია, ეს პირიქითაა. სერბეთს და რუსეთს აქვთ მაღალი დონის და მე ვიტყოდი სტრატეგიული ურთიერთობები. რუსეთი მხარს უჭერს სერბეთს კოსოვოს საკითხში და სერბული მოსახლეობის წარმომადგენლებს ბოსნია ჰერცეგოვინაში.

ასეთი კავშირი, რა თქმა უნდა, აძლიერებს სერბეთის პოზიციებს რეგიონში, უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რადგან ასეთი სახის თანამშრომლობის შედეგად, რუსეთმა ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ოდენობის იარაღი მიაწოდა სერბეთს, რამაც, ასევე საკუთარი სამხედრო წარმოებასთან ერთად, აღჭურვა ამ ქვეყნის ჯარი იმ დონეზე, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებზე სტრატეგიულ უპირატესობას უზრუნველყოფს.

მეტიც, რუსეთს გააჩნია მცირე სამხედრო კონტინგენტი სერბეთში, კოსოვოსთან ადმინისტრაციულ საზღვრის მახლობლად ქალაქ ნიშში, რომელიც რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში საკმარისად საგრძნობია.

ის ინტეგრაციული პროცესები, რომლების მიმდინარეობს რეგიონის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებთან, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ვექტორი გაცილებით უფრო მყარია ვიდრე რუსეთისკენ ლტოლვა

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ კოლექტიური დასავლეთის გავლენა დასავლეთ ბალკანეთში უფრო თვალსაჩინო და მზარდია. გარდა ამისა, ის ინტეგრაციული პროცესები, რომლების მიმდინარეობს რეგიონის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებთან, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ვექტორი გაცილებით უფრო მყარია ვიდრე რუსეთისკენ ლტოლვა.

რუსეთის ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა, განსაკუთრებით ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტთან მიმართებაში, ტრანსკასპიური გაზსადენებისა და ნავთობსადენების მშენებლობას ახალი ბიძგი შესძინა

ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეკონომიკური საკითხები, კერძოდ მზარდი დასავლური ინვესტიციების შემოდინება მათ შორის სერბეთში, რომელიც ამ თვალსაზრისით რეგიონული ლიდერია. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ბალკანეთის ქვეყნებში არის აბსოლუტურად პრიორიტეტული ამოცანა, როგორც თვით ამ ქვეყნებისთვის, ასევე დასავლეთისათვის.

გარდა შიდარეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფისა, ეს აგრეთვე განპირობებულია ზოგადად ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობისთვის. ბალკანეთის გეოგრაფიული სიახლოვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან, განაპირობებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ამიტომ, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და ნატოს კონვერტირებული ჩართულობა ამ რეგიონში ძალზედ მაღალია, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, დასავლეთ ბალკანეთის ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, მათი რეფორმირების პროცესის მდგრადობას, და ზოგადად რეგიონულ სტაბილურობას.

- რუსეთის აგრესიამ უკრაინაში საერთაშორისო ურთიერთობებში 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე არსებული ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

იმის ფონზე, რომ ახლა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები თანამედროვე იარაღს აწვდიან უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია ეკონომიკური სანქციები, ევროპა ცდილობს აღარ იყოს ისე დამოკიდებული ენერგომატარებლებით რუსეთზე, როგორც მანამდე. ევროკავშირის მტკიცებით ევროპამ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება 50 %-ით შეამცირა.

სერიოზული ცვლილებები ხდება ტვირთების გადაზიდვების მარშრუტებში. 27 ივლისს, ევროპის კომისიამტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის“ (TEN-T) გაფართოების რუკებიდან ამოიღო რუსეთისა და ბელორუსის მიმართულება.

პეკინმა კორექტივების შეიტანააბრეშუმის გზისგანვითარების სტრატეგიაში. ჩინეთმა კარგა ხნის წინ განაცხადა რომ რუსულ სატრანსპორტო სისტემაში ყველა ინვესტიციების ჩადებას წყვეტს. ჩინეთის გარდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენებით ტვირთების ტრანზიტზე უარი თქვეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და თურქმენეთმა.

ფაქტია, რომ საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები. კარგია, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტები ჯერ უზბეკეთსა და თურქმენეთში, ხოლო შემდეგ ყაზახეთში.

სავარაუდოდ, რა მასშტაბების სატრანზიტო შესაძლებლობები გაუჩნდა საქართველოს?

- ყოველი კრიზისი ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. არსებულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა განაპირობა საშუალო კორიდორის, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა საქართველო, უფრო აქტიური გამოყენება. ეს, რა თქმა უნდა, ტვირთბრუნვას გაზრდის აღნიშნული მიმართულებით.

აღნიშნული შესაძლებლობები ეხება უზარმაზარ არეალს, რომელიც მოიცავს ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს არ გააჩნიათ გასასვლელი ზღვაზე. ამგვარად მათ სჭირდებათ ლოჯისტიკური ქსელი იმისათვის რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ თავისი პროდუქცია და რესურსები.

მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ნავთობისა და გაზის მარაგების დაახლოებით 6% არის კასპიის რეგიონში. ამ მარაგებს განსაკუთრებული როლი აქვთ ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების რეგულირების თვალსაზრისით.

რუსეთის ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა, განსაკუთრებით ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტთან მიმართებაში, ტრანსკასპიური გაზსადენებისა და ნავთობსადენების მშენებლობას ახალი ბიძგი შესძინა. გარდა ამისა ყაზახეთი და უზბეკეთი არიან ინდუსტრიულად საკმაოდ ძლიერი ქვეყნები, და რუსეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩაკეტვის პირობებში, მათი ბუნებრივი გზა საერთაშორისო ბაზრებზე გადის საქართველოზე.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გაზრდილ ტვირთბრუნვას და მოთხოვნილებას ტრანზიტზე, მოჰყვება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა

აგრეთვე აღსანიშნავია თურქეთის მზარდი ეკონომიკური ჩართულობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და შედეგად გაზრდილი ტვირთბრუნვის პერსპექტივები. ყოველივე ეს სავარაუდოდ რამდენიმეჯერ გაზრდის ტვირთბრუნვას სამხრეთ კავკასიის გავლით, რაც უდავოდ წაადგება საქართველოს განვითარებას. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გაზრდილ ტვირთბრუნვას და მოთხოვნილებას ტრანზიტზე, მოჰყვება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბაქოს პორტის გაფართოების გეგმას, რომელსაც შედეგად შესაძლებლობა ექნება გადაამუშაოს წლიურად 24 მილიონი ტონა ტვირთი და 500 ათასი კონტეინერი

ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბაქოს პორტის გაფართოების გეგმას, რომელსაც შედეგად შესაძლებლობა ექნება გადაამუშაოს წლიურად 24 მილიონი ტონა ტვირთი და 500 ათასი კონტეინერი.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას სჭირდება დიდი ინვესტიციები. ნატოს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გადაწყვეტილებით გამოიყო 600 მილიარდი დოლარი ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის საპირწონედ. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის ფონდია, საიდანაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების და გაუმჯობესების პროექტები შეიძლება დაფინანსდეს

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას სჭირდება დიდი ინვესტიციები. ნატოს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გადაწყვეტილებით გამოიყო 600 მილიარდი დოლარი ჩინეთის ახალი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის საპირწონედ. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის ფონდია, საიდანაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების და გაუმჯობესების პროექტები შეიძლება დაფინანსდეს.

საერთო ჯამში, ჩვენ რეალურად მომსწრენი ვართ გლობალური ლოჯისტიკური ხაზების უზარმაზარ ცვლილებების პროცესის, რომელიც საქართველოსთვის ქმნის ძალიან დიდ პერსპექტივებს განავითაროს თავისი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ქსელი, რაც ეკონომიკური განვითარების მდგრადობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები?

- მარტივად რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს, ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის სრული მოდერნიზაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობის დასრულებას, რაც თავისთავად მათ გამტარუნარიანობას გაზრდის და აგრეთვე სატრანზიტო დროს შეამცირებს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტუალიზაცია. ეს მისცემს ქვეყანას საშუალებას მიიღოს უფრო დიდი მოცულობის საზღვაო ხომალდები, რათა გაიზარდოს საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა და შესაძლებლობები.

მესამე ფაქტორი გახლავთ სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია. მოდერნიზებული სარკინიგზო ქსელი უზრუნველყოფდა ტვირთების სწრაფ ტრანზიტს, რაც გაზრდიდა სარკინიგზო ქსელის გამტარუნარიანობას. ჩემი აზრით, ეს სამი მიმართულება, მოიზიდავდა მეტ სატრანზიტო ტვირთს, და გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს