ადგილობრივი მოსახლეობა სარფში, სანაპირო ზოლთან სატვირთო ავტომობილების განლაგებას აპროტესტებს

ადგილობრივი მოსახლეობა სარფში, სანაპირო ზოლთან სატვირთო ავტომობილების განლაგებას აპროტესტებს

ადგილობრივი მოსახლეობა სარფში, სანაპირო ზოლთან სატვირთო ავტომობილების განლაგებას აპროტესტებს.

მოსახლეობის განცხადებით, სანაპირო ზოლთან მდგომი ტრანზიტული სატვირთო ავტომობილების გამო, ტურისტები საოჯახო სასტუმროებს ტოვებენ. მოსახლეობა შესაბამის უწყებებს მიმართავენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.

“სარფში, ზღვასთან განლაგებული სატვირთო ავტომობილებით მოსახლეობა შეწუხებულია. საოჯახო სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ, რადგან სატვირთო ავტომობილები დგას, ხმაურია და ჰაერი დაბინძურებულია. პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა ღამით კვლავ სატვირთოების სადგომად არის ქცეული. მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სწორედ ტურისტებზეა დამოკიდებული. მივმართვათ შესაბამის უწყებებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს”,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჯევაიშმა.