ზუგდიდში შშმ პირთათვის დამატებით ადაპტირებული გარემოს მოწყობა იგეგმება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმის პროექტი მერიის სამსახურებმა წარადგინეს.

,,სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რასაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა მიმართულებით ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები წარადგინა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის არსებული პანდუსების ადაპტაცია და ახალი პანდუსების მოწყობა.

აგრეთვე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია შშმ პირთათვის არსებულ 10 შუქნიშანთან დამატებით ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობების დამონტაჟება, რომელიც ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას სიგნალით მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა