ქობულეთში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებას ითხოვს

ქობულეთში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობა საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს.

მათ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.

ამასთან, მოსახლეობა ეჭვობს, რომ სასმელი წყალი უვარგისია.

“ონკანში წყალი დაბინძურებული მოდის, არის უვარგისი. გვეშინია ბავშვები არ მოიწამლონ. გრაფიკით მოსულ წყალს მოჰყვება ნალექი, რამაც საოჯახო ტექნიკა დააზიანა. მივმართავთ ადგილობრივ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს