ზურაბ აზარაშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული გმირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სამების საკათედრო ტაძარში, 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

ზურაბ აზარაშვილმა მოადგილეებთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი რვა ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაღუპულები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო