კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება

ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს.

„ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება.

იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და მოჰყვა ასევე განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ