ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და სოფლის მეურნეობაზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ქვეყანაში გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის გლობალურ ურთიერთობებში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ეგვიპტის არარეზიდენტმა ელჩმა საქართველოში, ბაჰა დესუკი აღნიშნა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სასურსათო უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; შესაბამისი მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სტანდარტები დაინერგა, თუმცა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

ნინო თანდილაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მარცვლეულის სექტორში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მარცვლოვანი კულტურებისა და ხორბლის წარმოების განვითარება ქვეყანაში კვლავ აქტუალური საკითხია.

,,მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, როგორიცაა ქართული ღვინო, ხილ-ბოსტნეული, თხილეული და თაფლი შეუფერხებლად გადის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განახლებადი ენერგიის წყაროების, მწვანე ენერგიის განვითარების საკითხს. მხარეებმა სასუქებისა და პესტიციდების ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირების შესაძლებლობის საკითხზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ევროპის საკითხებში იჰაბ ნასრი ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს