ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ბავშვი დაისვენებს - სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„უპირატესობა მიენიჭიბათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მოწყობა. ბანაკი 12-დან 25 წლამდე მოზარდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ბავში გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან. პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააპლიკაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScrXIjFdifNs3mvTX2lTrxl06Y3eske6leXwS6foqnXiK0mTA/viewform

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა