ზუგდიდის „დინამო“ ფეხბურთის ფედერაციისგან მტკიცებულებებს მოითხოვს და გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებს

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“ ფეხბურთის ფედერაციისგან მტკიცებულებებს მოითხოვს და გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებს.

გუნდის პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ და იურისტმა ჯიმშერ ტყებუჩავამ პრესსკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ. ჯანაშიას განმარტებით, ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ გუნდს თავის დაცვის შესაძლებლობა არ მისცემია.

„გუნდმა და ქალაქმა მიიღო დიდი ზარალი,რადგან ზუგდიდში ერთადერთი რაც არის, ეს არის ფეხბურთი. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით, გუნდი მეოთხე ადგილზე გვყავდა და ისეთი რაღაც მოხდა, ვერ გავიგე, რატომ და რის გამო დაგვჩაგრეს. ჩვენთან 60 ადამიანი მუშაობს, რომლებიც უხელფასოდ დატოვეს. ფედერაციას, არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ისე გადაწყვიტეს ყველაფერი, ორი სიტყვაც კი არ გვათქმევინეს.

შეტანილი გვაქვს სარჩელი. გუნდი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ყველაფერი უნდა აღდგეს. მეორე საკითხია ჩემი სახელის გატეხვა და ქალაქის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნეს და დაბალ ლიგაში დააქვეითეს, ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა