ფოთში, თენგიზ ბარამიძის ქუჩაზე, განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა

ფოთში, თენგიზ ბარამიძის ქუჩაზე, განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო მოედნის ხელოვნური ბალახის საფარი და ელექტრო განათების სისტემა, განახლდა დაზიანებული ლითონის ბადეები და კონსტრუქციები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი. მოედანი კომბინირებულია და ასრულებს, ერთდროულად, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნის ფუნქციას.

“სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ფოთის მერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და წახალისების მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად გაააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო