ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ლაშხეთობა'' ჩატარდა

სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წირვის შემდეგ კი, სპორტული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრი სპორტის ორ სახეობაში დოღში (სოფელი შკედი) და ფრენბურთში (სოფელი ჩიხარეში) ჩატარდა.
მათი ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
„დოღში პირველ ადგილზე გასულს გადაეცა უნაგირი, 200 ლარი და ეროვნული გმირის ალეკო ონიანის სახელობის თასი; მეორე ადგილი - კვიცი და 100 ლარი; მესამე ადგილი - 500 ლარი.
ფრენბურთში გამარჯვებული გუნდი 500 ლარით დაჯილდოვდა; მეორე ადგილი-300 ლარი;
მესამე ადგილი - 200ლარი.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და საჩუქრებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა დააჯილდოვა.
აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის თემის მოსახლეობის ჩართულობით და მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























