საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას თემატური მოკვლევის წევრი დეპუტატები და დონორი ორგანიზაციის პარტნიორი ექსპერტი უძღვებოდნენ.

შეხვედრა აღნიშნული საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გაზი, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის ფარგლებში გაიმართა.

„პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან.

მოკვლევის ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (გორი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ქობულეთი, ამბროლაური).

თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება სამ - სამი შეხვედრის ჩატარება.

თემატური მოკვლევა ინფრასტრუქტურაზე ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის შესახებ ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ეროვნული დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო