რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა ქრისტინე კობახიძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი და უმრავლესობის ლიდერი იყო.

„სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ქრისტინე კობახიძეს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა, აგრეთვე გიორგი მაქარაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ქრისტინა კობახიძემ სახელმწიფო რწმუნებულს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქრისტინე კობახიძე პროფესიით ეკონომისტია, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მას კერძო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს წარმატებით ხელმძღვანელობდა.

ამჟამად არის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.