სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას ითვალისწინებს. რაში მდგომარეობს საინფორმაციო კამპანიის მიზანი და რა მიმართულებებს მოიცავს ის, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე სოფიო გრაკალიშვილი ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას ითვალისწინებს. რატომ გაჩნდა აღნიშნული კამპანიის ინიციატივა და რა მიზანს ემსახურება ?

- ძირითადი მიდგომა, გამჭვირვალობა და პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი, სადაზღვევო პირობები/ხელშეკრულება განთავსებულია ჩვენ ვებ-გვერდზე და ნებისმიერ პირს შეუძლია დეტალურად გაეცნოს.

შესაბამისად, მოსარგებლეს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდება. ძალისხმევას არ ვიშურებთ, ყველა შეკითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხი გავცეთ. ასევე, მზად ვართ ჩვენი პირობების დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან. არ უნდა დარჩეს არცერთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ ინფორმირებული არ იქნება.

ჩვენი ამოსავალი წერტილი მომხმარებელზე განუხრელი ზრუნვაა. გაყიდვების მენეჯერები ყოველთვის მზად არიან დაზღვევის ყველა მნიშვნელოვანი პირობა, განსაკუთრებით გამონაკლისები, დეტალურად განუმარტონ მომხმარებელს - რითაც ობიექტური და თავისუფალი გახადონ დამზღვევის არჩევანი. კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო ფურცლის მიწოდებას, მაგრამ ამას სამწუხაროდ ფორმალური ხასიათი აქვს.

- კერძოდ, რა მიმართულებით არის საჭირო მომხმარებლის ინფორმირება?

- დღეს სადაზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის შემდეგ, ყველაზე დიდი წილი უკავია ავტოდაზღვევას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7-8%-ია დაზღვეული. ვფიქრობთ, რომ მომხმარებლის ინფორმირება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კულტურის განვითარებას.

ჩვენ შევეცდებით მომხმარებელს ვესაუბროთ და განვუმარტოთ ისეთი ტერმინები როგორიცაა - ფრანშიზა, პროპორციული ანაზღაურება, სადაზღვევო თანხა, უფლებამოსილი მძღოლი და ა.შ.

ასევე, წინ წამოვწიოთ ისეთი გამონაკლისები, რა დროსაც არ ხდება ანაზღაურება, მაგალითად შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე, საპირისპირო ზოლში ან სიჩქარის გადაჭარბებით (15 კ/სთ-ზე მეტით) მოძრაობა. ანუ ყველა ის დეტალი, რაც ზარალის დადგომის დროს შეიძლება წამოიჭრას.

- თქვენ ახსენეთ მომხმარებლის სადაზღვევო კულტურის განვითარება. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სადაზღვევო კულტურის განვითარებისთვის და როგორია ბაზარზე არსებული ვითარება?

- ჩვენი კამპანია სწორედ სადაზღვევო კულტურის განვითარებას ემსახურება. მნიშვნელოვანია, პოტენციური დამზღვევი ინფორმირებული იყოს, რა რისკებია, რას მოიცავს დაზღვევა და რა სარგებელს მიიღებენ. როდესაც მოსახლეობა გაიაზრებს დაზღვევის მნიშვნელობას, ყველასთვის სასურველი და აუცილებელი გახდება.

- დაზღვევა რეგულირებადი სფეროა და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რიგ საკითხებზე. როგორია თქვენი შეფასება რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ამ მიმართულებით?

- ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ არ ზრუნავს. უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ამ მხრივ საკმაოდ აქტიურობს, იმართება სპეციალური შეხვედრებიც და ტრეინინგებიც. არსებობს მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის სპეციალური პროცედურა, ჩვენ ყოველთვიურ ანგარიშებს წარვადგენთ კომპანიაში შემოსული რეკლამაციების და მასზე რეაგირების შესახებ.

თუმცა, ჩვენ არ გვინდა რომ ეს პროცედურები ფორმალობად დარჩეს , ჩვენი სურვილია მომხმარებელმა უფრო მეტი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა.

- მაინც რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა თქვენი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანი და რას ურჩევდით ადამიანებს ვისაც დაზღვევის შეძენა სურს?

- სადაზღვევო არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, ერთადერთი უალტერნატივო გზაა დაუთმოთ დრო და დეტალურად გაიგოთ ხელშეკრულებაში არსებული პირობები. შეადაროთ რამდენიმე კომპანია, გულისხმიერების, კეთილსინდისიერების კომპონენტებზე დაყრდნობით მიიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ამ მიმართულებით სრულად არიან მომზადებულები და მზად არიან დაინტერესებულ პირთან ერთად დეტალურად განიხილონ ჩვენი დაზღვევის უპირატესობები. მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

- როგორია მომხმარებლის ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში, რამდენად დიდია დაინტერესება?

- დაინტერესება და ჩართულობა საკმაოდ დიდია. აღნიშნული მიმართულებით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი