სოფლებში - გულიდასა და ბაბილში ახალი ამბულატორიები გაიხსნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გულიდასა და ბაბილში ახალი ამბულატორიები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შენობები სათანადო სამედიცინო ინვენტარითაც აღიჭურვა. ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისები სრულად იქნება ხელმისაწვდომი.

„ სოფელ გულიდის საექიმო პუნქტი რამდენიმე სოფელს - კახურას, გიოშერსა და მელურას მოემსახურება, ასევე ხუთ სოფელს - ბაბილს, ლებოჩიკს, მაცხვარლამეზურს, ყარიშსა და ლექართას გაუწევს მომსახურებას სოფელ ბაბილის ამბულატორია.

ორივე სოფლის ამბულატორიებში მოსახლეობას სოფლის ექიმი და ექთანი მოემსახურებიან.

გარდა ამისა, ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის - რცხმელურისა და თეკალის ამბულატორიები. მათ შორისაა სხვადასხვა სამანიპულაციო ინვენტარი, დიაგნოსტიკის პორტატული საშუალებები, ჟანგბადის კონცენტრატორები და ა.შ.

ჯამში, ახალი და სამედიცინო ტექნიკით გადაიარაღებული ამბულატორიები ლენტეხის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელსა და 2 000-მდე მოსახლეს გაუწევს მომსახურებას. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მართავს.

ახალი ამბულატორიები სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა მინდია ღლონტმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან და დაბის რწმუნებულთან ერთად გახსნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს