დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიებაზე, მანტიებში გამოწყობილ ახალგაზრდებს წარმატებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა უსურვეს.

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1650-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათი გაცილების საზეიმო ღონისძიებაზე წარჩინებული სწავლისათვის, აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის 190 სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში, ექიმის ფიცი საზეიმოდ ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულებმა დადეს.

საზეიმო ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკითა და კონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა