ქუთაისის მერი საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერთან ერთად, წარმატებულ ქუთაისელ სპორტსმენებს სიგელები ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ, ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია ბასილაძემ, ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, კობა ფხაკაძემ გადასცეს.

ღონისძიება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ასე ერთად შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის წარმატებები, რასაც თქვენ საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე მიაღწიეთ. ქუთაისი სპორტული მიღწევებით ყოველთვის გამოირჩეოდა და რაც განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.

ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალური მხარდაჭერა გაგიწიოთ, წვრთნისა და ვარჯიშისთვის კარგი პირობები შეგიქმნათ, რათა თქვენ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება შეძლოთ.

მომავალ ასპარეზობებში წარმატებებს გისურვებთ! მჯერა, რომ ქუთაისს კიდევ ბევრჯერ ასახელებთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

2022 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საერთაშორისო პრიზები და ჯილდოები, როგორც გუნდურ ასპარეზობებში, ასევე ინდივიდუალურად, 26-მა ქუთაისელმა სპორტსმენმა მოიპოვა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა