ამბროლაურის ცენტრში ორი პარკის მშენებლობა დასრულდა

,,ამბროლაურის ცენტრში ორი პარკის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა“, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

მისივე თქმით, განახლდა ორი რეკრეაციული სივრცე მიმდებარე ტერიტორიით და შენობებით.

„ ეს არის ახალი შესაძლებლობა ადგილობრივებისთვის და ასევე ამბროლაურის სტუმრებისთვის რომ კიდევ უფრო საინტერესოდ გაატარონ დრო. ვაგრძელებთ განვითარებას და შემდეგი ეტაპები კიდევ იქნება. მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც რაჭაში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება და გამორჩეულად ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში“,- აღნიშნავს მინისტრი.

ამბროლაურში აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები და მიმდებარე შენობები განახლდა. სამუშაოებს 1.8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების უმეტესობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს