თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას

თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას

ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ბათუმში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში არ უნდა განმეორდეს.

“პატივს მივაგებთ გმირებს და მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა. არასდროს უნდა განმეორდეს, ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აგვისტოს ომს აჭარიდან 20 სამხედრო პირი შეეწირა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ და დაშავებულთა ოჯახებს, ერთჯერადად 3000-3000 ლარს გადასცემს.