ბადრი ჯაფარიძე - საუბარი თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა ან მათთვის დაბრკოლების შექმნა უნდა, არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი

„ლელოს“ ინიციატივაში საუბარია ელემენტარულ რეგულაციაზე. როდესაც ამბობენ, თითქოს ვინმეს უნდა ტურისტების შეზღუდვა ან დაბრკოლების შექმნა, ეს არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა მისი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებს შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის „არ არის უცხო არაადეკვატურად უპასუხოს სრულიად რაციონალურ წინადადებას“.

„საუბარი არ არის ტურისტების შემოდინების შეზღუდვაზე. ტურისტები დაუბრკოლებლად უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, დაათვალიერონ ის და ამისთვის უნდა იყოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ძალიან ადვილად ვიზის აღებას საზღვარზე. „ლელოს“ ინიციატივაში საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ ხანგრძლივი ვადით დარჩენა ჩვენს ქვეყანაში და დღეს ის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს, გულისხმობს 360 დღით ქვეყანაში გაჩერებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის ფედერაციას აქვს ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ რუსეთში გამგზავრება, საკმაოდ დიდი თანხის გაღება უხდებათ. მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი. ამ დროს, როდესაც იზრდება აგრესორი ქვეყნის მხრიდან ვიზიტორების რაოდენობა, საუბარია ელემენტარულ რეგულაციაზე და როდესაც საუბრობენ, თითქოს ვინმეს უნდა ტურისტების შეზღუდვა ან დაბრკოლების შექმნა, ეს არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი. ჩვენ ვსაუბრობთ ელემენტარულ სავიზო რეჟიმზე. ტურისტებისთვის უნდა იყოს ძალიან მარტივი, რათა ტურისტების ნაკადი არ დაბრკოლდეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ისე, როგორც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში - როდესაც საუბარია ისეთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%, იქ არსებობს გარკვეული რეგულაციები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სურთ ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა. ეს აბსოლუტურად ნორმალური მოთხოვნაა და გამომდინარეობს ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება