თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და ევროპას რომ უკრაინისთვის არ აღმოეჩინა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ აღიარებულ საზღვრებში აღარ იარსებებდა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, სერიოზული ცვლილებები მოხდა მსოფლიოში. რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასისა ლუგანსკის ოლქების 1/3-ის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, სწორედ ის მოხდა.

აშშ და ევროპა ეხმარება უკრაინას. ფაქტობრივად, თვალს ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ, საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომს, რომლის მასშტაბები დღითი დღე იზრდება.

ფაქტია, რომ ომმა უკრაინაში გაზარდა საქართველოს საფრთხეები. ვითარების უცნაურობა იმაშია, რომ როცა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად უპირისპირდება რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო გაუგებარი ხდება საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა.

თუ რატომაა გაუგებარი, ამაზე საუბარი აშკარად გამიგრძელდება, ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის თავზე და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხდება?

- 2008 წლის 7 აგვისტო რუსული აგრესიის ერთ-ერთი ეპიზოდია. რუსეთმა ომი ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო და დღემდე არ შეწყვეტილა. ის არ შეწყვეტილა არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად. მართალია აქტიურ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ გრძელდება ოკუპაცია და თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს დამატებითი ტერიტორიების მიტაცება, რასაც რუსეთი „ბორდერიზაციას ეძახის“.

გრძელდება ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა და შევიწროება, ადამიანების გატაცება და დასჯა მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები არიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროგრესირებადი ანექსია მიმდინარეობს, უხეშად ირღვევა 12 აგვისტოს შეთანხმება და ამასთანავე არ არსებობს საზავო ხელშეკრულება, რომელიც ომის დასრულების სამართლებრივ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

ამასთანავე რუსეთი არ მალავს მზარდ ამბიციებს საქართველოსა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონისადმი. ამის მაგალითად თუნდაც ახლახან დამტკიცებული რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინა გამოდგება. 2008 წლის შემდეგ რუსეთმა დახვეწა და გააუმჯობესა ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები და გაცილებით უკეთ შეისწავლა თანამედროვე საქართველოს სისუსტეები.

სხვადასხვა ტიპის მინი თავდასხმებით კიბერშეტევა, დეზინფორმაცია, მეხუთე კოლონის სხვადასხვა ფრთის გააქტიურება... რუსეთი მუდმივად სცდის ჩვენს გამძლეობას, მედეგობას, ერთიანობას... და ამის მიხედვით აუმჯობესებს მომავალი შეტევის გეგმებს. ამ დროს ჩნდება კითხვა: რა ვისწავლეთ ჩვენ? სამწუხაროდ, ბევრი არაფერი. თუკი საერთოდ რამე ვისწავლეთ დღევანდელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც კი ვერ გაგვიახლებია, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ოკუპირებულ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია დეოკუპაციის სტრატეგია, ვერ განუსაზღვრავს რა ტიპის ურთიერთობები და როგორ უნდა აწარმოოს რუსეთთან, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორებს კი აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“.... სწორედ დღევანდელობაზეა ნათქვამი.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც კი ვერ გაგვიახლებია, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ოკუპირებულ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია დეოკუპაციის სტრატეგია, ვერ განუსაზღვრავს რა ტიპის ურთიერთობები და როგორ უნდა აწარმოოს რუსეთთან, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორებს კი აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“.... სწორედ დღევანდელობაზეა ნათქვამი

რაც შეეხება ომს უკრაინაში, ეს არ არის ჩვეულებრივი კონფლიქტი. ეს ის ომია, რომლის შედეგადაც ახალი ტიპის უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება მოხდება. ჩვენი ვალია ამ სისტემაში საკუთარი ადგილი მოვნახოთ, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მივიღოთ რათა ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ.

ვერ ვიტყვი, რომ ამ ამოცანას ვასრულებთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ დინებას მივუყვებით და გვგონია ყველაფერი თავისით მოგვარდება. ასე კი ნამდვილად არ ხდება. ინიციატივისა და საჭირო მომენტის ხელიდან გაშვება ძალზედ ძვირი ჯდება, ხოლო დროს უკან ვერ შემოაბრუნებ.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ დინებას მივუყვებით და გვგონია ყველაფერი თავისით მოგვარდება. ასე კი ნამდვილად არ ხდება. ინიციატივისა და საჭირო მომენტის ხელიდან გაშვება ძალზედ ძვირი ჯდება

დღეს უკვე გამოჩნდა თუნდაც გუშინდელი შეცდომების ფასი. მაგალითად, წარმოიდგინეთ რამდენად გაიზრდებოდა საქართველოს როლი და მნიშვნელობა, ახლა რომ ანაკლიის პორტი გქონოდა? სამწუხაროდ, ეს ერთადერთი მაგალითი არ არის, შეცდომები უამრავია, ხოლო ყველაზე ცუდი კი ის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ!

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის თავსა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე როგორ გამოიყურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა?

- საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა და წარმატებაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამის წინაპირობას გიქმნის. ამის მაგალითად ხელიდან გაშვებული კანდიდატის სტატუსიც გამოდგება. რომ არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გაუგონარი შეურაცხყოფაც დაემატა, ჩვენ ნამდვილად მოვიპოვებდით ევროკავშირის კანდიდატობას.

რომ არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გაუგონარი შეურაცხყოფაც დაემატა, ჩვენ ნამდვილად მოვიპოვებდით ევროკავშირის კანდიდატობას

საგარეო პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია. იგი პირდაპირ ბმაშია ყველა სხვა მიმართულებასთან (სამხედრო-პოლიტიკურით დაწყებული, ეკონომიკური და ჰუმანიტარულით დამთავრებული). შეუძლებელია იგი წარმატებული იყოს, თუკი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გაუმართავია, პრიორიტეტები აღრეული, ხოლო საფრთხეები და გამოწვევები კი არასათანადოდ შეფასებული.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, მმართველი გუნდის ანტიდასავლური, ანტიამერიკულ განცხადებები მხოლოდ ელექტორატის ნაწილის შენარჩუნებას ემსახურება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ხუნდაძე-სუბარ-ყავალეშვილის „ქართული ოცნებიდან“ „განდგომა“ ამის ნაწილია და სხვა არაფერი.

მაგრამ, გაუგებარი მაინც ბევრია. ვითარებაში, რომელშიც ვართ და რუსული საფრთხეები სულ უფრო ხილულია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები უარს ამბობენ ოკუპანტ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე, რომლითაც რუსი ტურისტების ნაკადის რეგულირება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა.

ამ თემაზე დეპუტატ ოხანაშვილის განცხადებამ - „სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთთან ომს უკავშირდება“, გააოცა ბევრი, მათ შორის როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე მათი მხარდამჭერები.

მანამდეც იყო ერთი უცნაურობა. ვითარებაში, როცა აშშ და დასავლეთი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ეფექტური იყოს, მმართველმა გუნდმა უარი თქვა ოპოზიციის ინიციატივაზე გამკაცრებულიყო კანონი, რომელიც ქვეყნიდან ტვირთების ტრანზიტს ეხება.

კარგია, რომ აქამდე დასავლელ პარტნიორებს არ დავუდანაშაულებივართ რუსეთში უკანონო ტვირთების ტრანზიტში, მაგრამ ...

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს და სავარაუდოდ, რას შეიძლება ისინი ნიშნავდეს?

- უვიზო რეჟიმის დაწესება იმთავითვე დიდი შეცდომა იყო. ამაზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მოგეხსენებათ უვიზო რეჟიმიც გარკვეულ რეგულაციებს შეიძლება შეიცავდეს. მაგალითად საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადავადგილდებით შენგენის სივრცეში, მაგრამ ყოველი 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღე შეგვიძლია იქ დარჩენა. ამასთანავე ეს არ გვაძლევს მუშაობის უფლებას.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით შეუძლიათ დარჩენა. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც მუშაობა, არც კომერციული საქმიანობა, არც უძრავი ქონების შესყიდვა. ისინი ადვილად იღებენ ბინადრობის უფლებას და ა.შ. საუბარია ოკუპანტ და აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებზე.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით შეუძლიათ დარჩენა. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც მუშაობა, არც კომერციული საქმიანობა, არც უძრავი ქონების შესყიდვა. ისინი ადვილად იღებენ ბინადრობის უფლებას და ა.შ. საუბარია ოკუპანტ და აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებზე

უკრაინის გამოცდილებამ თვალნათლივ დაგვანახა როგორ იქმნებოდა და მოქმედებდა ანტისახელმწიფოებრივი ქსელები. მათი ნაწილი დიდხანს „მიძინებულ“ მდგომარეობაში იყო, სანამ კრემლს მათი გააქტიურება არ დასჭირდა. დღეს რუსეთის მოქალაქე საზღვარს თავისუფლად კვეთს, თუკი მის პასპორტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტუმრობის აღმნიშვნელო ბეჭედი არ ჩანს, ან ძებნაში არ იმყოფება.

დამეთანხმეთ, შემოწმების დიდი ვერაფერი მექანიზმია მით უფრო, როდესაც რუსეთის ფედერაციაზე ვლაპარაკობთ, ქვეყანაზე რომლის სპეცსამსახურებიც საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას არასოდეს მალავენ და სადაც ნებისმიერი საბუთი სნიკერსივით იყიდება. ამიტომ ვამბობ, ვერაფერი ვისწავლეთ ვერც ჩვენი და ვერც სხვისი გამოცდილებიდან.

- რაც უფრო გაგრძელდება ომი უკრაინაში მოიმატებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემომსვლელთა ნაკადი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო აქტუალური იქნება. მაგრამ, ვნახეთ, რომ ამ თემაზე ოპოზიციის ინიციატივები ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება რომ მმართველი გუნდი დაიწყებს მუშაობას კანონის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეხება.

რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ საქართველოში დისკრიმინაცია არც რუსების მიერ აფხაზეთის ოკუპაციის, და არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსი ტურისტების მიმართ მითუმეტეს.

თუ ახლა რაიმე პრობლემა არსებობს, სწორედ იმიტომ, რომ შემომსვლელებს არავინ აფრთხილებს, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ეს ბევრ პრობლემას მოხსნიდა. ყოველ შემთხვევაში არა მგონია რუს ტურისტებს გასჩენოდათ სურვილი „თავისუფლების“ მოედანზე რუსული სიმღერები ემღერათ.

რბილად რომ ვთქვათ, გაგვაკვირვა ბიჭვინთის ტერიტორიის კრემლისთვის გადაცემასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ რომ „ამ თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭიროა არა“.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ხელისუფლება არ აპირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრებას? თქვენ როგორ აღიქვით ბიჭვინთაზე პრემიერის მოკლე კომენტარი?

- უპირველეს ყოვლისა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ეთნიკური კუთვნილება და მოქალაქეობა. ეთნიკურ რუსს საქართველოში არავინ ერჩის. პრობლემას რუსეთის მოქალაქენი წარმოადგენენ, რომელიც შეიძლება რუსიც იყოს, ჩუვაშიც, უდმურტიც და თუნდაც ქართველიც.

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე თუ ვსაუბრობთ ეს რუსეთის ხელწერაა. ეთნიკური წმენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველებს მოუწყვეს, დღესაც ადამიანებს ქართველობის გამო ჩაგრავენ, ეთნიკური ნიშნით გამოდევნეს ქართველები რუსეთიდან 2006 წელს ... ჩვენ ვსაუბრობთ არა ეროვნების არამედ სახელმწიფოსადმი კუთვნილების მიხედვით რეგულაციების ამოქმედებაზე, რომელიც არამეგობრული ქვეყნის მოქალაქეების მიგრაციულ ნაკადებს და მათ საქმიანობას დაარეგულირებს.

ჩვენ ვსაუბრობთ არა ეროვნების არამედ სახელმწიფოსადმი კუთვნილების მიხედვით რეგულაციების ამოქმედებაზე, რომელიც არამეგობრული ქვეყნის მოქალაქეების მიგრაციულ ნაკადებს და მათ საქმიანობას დაარეგულირებს

გეთანხმებით, რომ რუსეთის მოქალაქეთა ტალღა შეიძლება გაიზარდოს. სანქციები ძალზე მწვავედ ურტყამს რუსულ ეკონომიკას და ეს წნეხი მომავალში მხოლოდ მოიმატებს. შესაბამისად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელიც შოპინგისა და საკუთარი კომფორტისათვის სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მიაშურებს. ამიტომ გამოწვევაც მზარდია.

აქ შემოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ საქართველოსადმი პატივისცემას იჩენს, არამედ საკუთარი წესების დამკვიდრებას ცდილობს, მოითხოვს რუსულად ელაპარაკონ, მოითხოვს რუბლში გადაიხადოს, გამომწვევად ატარებს რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკას და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება.

მაგალითად გუშინ, 7 აგვისტოს, რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტა, მაგრამ ისეთი რუსეთის მოქალაქეებიც ვნახე, რომლებიც იმაზე აღშფოთდნენ, ოკუპაციას რატომ აპროტესტებთ და რუსეთს ოკუპანტს რატომ ეძახითო. ამიტომაც რუსეთის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლას და ყოფნას სწორი სახელმწიფო რეგულირება სჭირდება და ქსენოფობია აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.

რუსეთის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლას და ყოფნას სწორი სახელმწიფო რეგულირება სჭირდება და ქსენოფობია აქ ნამდვილად არაფერ შუაშია

რაც შეეხება ბიჭვინთას. როგორც აღვნიშნე, აფხაზეთში პროგრესირებადი ანექსია მიმდინარეობს. უძრავი ქონების საკითხი ის მტკივნეული თემაა, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობასა და რუსეთს შორის წინააღმდეგობას იწვევს. სწორედ ასეთ საკითხებში უნდა ვაგრძნობინოთ აფხაზებს სოლიდარობა.

ეს ფაქტორიც რომ არ იყოს, აფხაზეთი ჩვენი მიწაა, ჩვენი სატკივარია და მის ანექსიასა და განადგურებაზე ჩვენ თუ ხმას არ ამოვიღებთ სხვა მით უფრო არაფერს იტყვის. რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას. რუსეთმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის. დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ.

- სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს იმას, რაც უკრაინაში და ჩვენში ხდება. აქაც ვხედავთ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას.

თუ ნაწილი უკრაინასა და დასავლეთს გულწრფელად გულშემატკივრობს, მეორე ნაწილი ასევე გულწრფელად უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის წყევლა-კრულვაშია, რომელმაც უკრაინელ ხალხთან და ხელისუფლებასთან ერთად უარი თქვა კრემლის წინადადებაზე უკრაინა რუსული იმპერიის ნაწილი გამხდარიყო და ახლა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რასაც ვაკვირდები, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, როგორც ახლაა. მეტიც, უკრაინის ომმა რეალურად დაგვანახა, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოში საკმაოზე მეტი გულშემატკივრები ჰყავს. არ ვიცი ისინი რამდენად გულწრფელები არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსებს ებრძოდა და ახლა დევნილები არიან.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ რა განწყობებია ქვეყანაში უკრაინაში მიმდინარე ომთან და საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?

- ეს განწყობები ზუსტად ასახავს იმ პრობლემებს, რაზეც ვისაუბრეთ. ეროვნული უსაფრთხოების და ზოგადად სახელმწიფოს სიძლიერე არა იარაღით, არამედ მოწინააღმდეგისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარით განისაზღვრება. ეს კი გულისხმობს მტერ-მოყვრის გარჩევას, საფრთხეების სწორ შეფასებას, ერთად მოქმედების უნარს, ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ საკუთრის გვერდზე გადადებას და სხვა კომპონენტებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, იგი დაყოფილი და დასუსტებულია, მიჰყვება დინებას და ჯერაც ვერ შეძლო პრო-აქტიური და ამომრჩევლის საჭიროებებზე ორიენტირებული დღის წესრიგის შექმნა

ქვეყანაზე ფიზიკური შეტევა იშვიათად ხორციელდება წინასწარი დამუშავების გარეშე. ამიტომაც რუსეთის მთავარი სამიზნე სწორედ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება და წინააღმდეგობის სულისკვეთებაა.

მეტოქის ამოცანაა მტერი მოყვარედ მოგაჩვენოს და მოყვარე-მტრად. დაგაეჭვოს საკუთარ შესაძლებლობებში და მისდამი ნებისმიერი წინააღმდეგობა უაზრო, დამღუპველ იდეად მოგაჩვენოს. აგიტაცია-პროპაგანდის ეს საშიში მანქანა არც თუ უშედეგოდ მუშაობს საქართველოში. იგი აღრმავებს პოლარიზაციასაც, ახდენს საზოგადოების დეზორიენტაციას და აქვეითებს ეროვნულ მედეგობას.

ფრთხილი პოლიტიკის წარმოება კაპიტულაციას არ ნიშნავს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც სწორედ ამის მაგალითია!

- ისეთი პირი უჩანს, რომ ომი უკრაინაში მალე არ ვერ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მცირდება და რაც მეტი დრო გადის, მეტი პრობლემები ექნება რუსეთს, რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს აწარმოოს ომი, მათ შორის ფინანსური, ენერგეტიკული, საინფორმაციო და ჰიბრიდული.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც მეტად გაგრძელდება იგი, საქართველო სულ მეტად აღმოჩნდება მაღალი ტურბულენციის ზონაში. რისკებს ისიც გაზრდის, რომ როგორც აღმოჩნდა, არ გვაქვს ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, რაზეც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის გოგაშვილის ისტორიაც კარგად მეტყველებს.

აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანას საფრთხეები კიდევ უფრო გაეზრდება. ისიც ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი როლი ექნება სწორად წარმართულ პოლიტიკურ პროცესს. პოლიტიკურ ველზე „შუა“ იმდენჯერ და ისე უხეშად გაიკრიფა, ძნელია გვქონდეს წარმატებული პოლიტიკური პროცესის მოლოდინი.

როგორ რეაგირებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე პოლიტიკური კლასი?

- პოლიტიკური კლასი რომ კრიზისშია, ეს თემა არახალია. ამაზე ადრეც ბევრი გვისაუბრია. ერთის მხრივ გვყვავს ხელისუფლება, რომელიც ქედმაღლურად ელაპარაკება საკუთარ მოსახლეობას, თავს აბსოლუტური ჭეშმარიტების ეტალონად მიიჩნევს და მხოლოდ იმიტომაა ხელისუფლებაში, რომ ოპოზიცია სუსტი, დაქსაქსული და დისკრედიტირებულია. რაც შეეხება ოპოზიციას, იგი დაყოფილი და დასუსტებულია, მიჰყვება დინებას და ჯერაც ვერ შეძლო პრო-აქტიური და ამომრჩევლის საჭიროებებზე ორიენტირებული დღის წესრიგის შექმნა.

პოლიტიკური კლასი ერთმანეთთან ანგარიშსწორებითაა დაკავებული და საერთო-ეროვნული იდეის ირგვლივ გაერთიანება უჭირს... პოლიტიკოსებს მინიმუმ იმის დემონსტრირება უნდა შეეძლოთ, რომ თუნდაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეუძლიათ ერთად დგომა

პოლიტიკური კლასი ერთმანეთთან ანგარიშსწორებითაა დაკავებული და საერთო-ეროვნული იდეის ირგვლივ გაერთიანება უჭირს. სხვათა შორის გუშინდელი დღეც - 7 აგვისტო ამის გამოხატულება იყო. რამდენიმე მიკრო-აქცია ჩატარდა, მაგრამ საერთო პროტესტი და შეურიგებლობა ოკუპაციისადმი ნამდვილად არ იგრძნობოდა. პოლიტიკოსებს მინიმუმ იმის დემონსტრირება უნდა შეეძლოთ, რომ თუნდაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეუძლიათ ერთად დგომა.

ზოგადად ჩვენ ისეთი საფრთხეების წინაშე ვართ, რომელთან გამკლავებაც დაქსაქსულობით შეუძლებელია. საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად იყენებენ გამოთქმას „ან მაგიდასთან ხარ ან მენიუში“.

თუ გვინდა რომ მაგიდასთან ვისხდეთ, ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღებნი და არა მენიუდან ასარჩევი ობიექტები, მაშინ ეროვნული ინტერესებისთვის ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და განსხვავებულთან თანამშრომლობა ვისწავლოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს