მარნეულში ადგილობრივი მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.
მათივე ცნობით, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ.

























