გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობითვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.