ქვემო ქართლის გუბერნატორმა და გარდაბნის მერმა გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა მოადგილეებთან ერთად გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში, ქვეყნის ღირსებას ზურაბ ბეგიაშვილი, ლევან დევდარიანი და ევგენი ხარძიანი იცავდნენ.
„დღეს ჩვენ, გავიხსენეთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას თავისუფლება აჩუქეს. მათი თავგანწირვა შეუფასებელია ქვეყნისა და ერის წინაშე" , - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა.

























