ილია ვერძაძე - უსაფრთხოების გარანტია ომით არ მიიღწევა

ეკლექტიკა, რომელსაც აქტიურად იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ რადიკალი თუ ე.წ. ზომიერი ოპოზიციონერები, უკვე სახიფათო ხასიათს იღებს. ამის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტია ომით არ მიიღწევა.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ მოცემულობაში, როდესაც აღარ დგას კითხვა რუსეთის აგრესიასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, ე.ი. ამ ტყუილის მიზანი ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევაა.
“გასაგებია, რომ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა ჩვენი ქვეყნის რუსეთის მოკავშირედ წარმოდგენასთან დაკავშირებით და ახლა, ტყუილების ხარისხის გაზრდით, აპირებენ ვითარების გამწვავებას. გასაოცარი ის არის თუ რატომ უნდა ფიქრობდეს პოლიტიკოსი ან ექსპეტრი იმას, რომ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისთვის აუცილებელია საომარ მოქმედებებში ჩართვა ან პირიქით - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირება რატომ არ არის საკმარისი. სწორედ ამ ფაქტების ჟონგლიორობით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას იქ, სადაც ეს აბსოლუტურად უადგილოა. უსაფრთხოების გარანტია ომით არ მიიღწევა, მით უფრო, არსებულ მოცემულობაში, როდესაც აღარ დგას კითხვა რუსეთის აგრესიასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ე.ი. ამ ტყუილის მიზანი ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევაა და სხვა არაფერი”, - განაცხადა ილია ვერძაძემ.

























