საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსი 2022 წლის მაისში ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომამერიკული დიპლომის აღება ახლა უკვე ქვეყნის დატოვების გარეშეც შესაძლებელია.

უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს, ხოლო პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება, შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება (2023 წელს ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება).

პროგრამებზე ასწავლიან „ვებსტერის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა ქვეყნის კამპუსიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებული სპეციალისტები არიან. ყველა მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით; იკავებენ წამყვან პოზიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში და აქტიურად არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში.

მათ ვინაობასა და გამოცდილებას ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ასაჯაროებს: დიქეი მობლი, დოქტორი ჯეიმს ჯეინი, ტონი ნასიონალი, დოქტორი იოჰან ვან როიენი, დოქტორი მანოუგ სომაკიანი, დოქტორი ტომას კლეინერი და თიმ ენდრიუსი.

ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიღრმისეულ ცოდნას უზიარებენ სტუდენტებს, რომლებიც დასაქმების ბაზარზე თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. “ვებსტერის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულები არიან ისეთი პროფესიონალები როგორიცაა: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც ორი კურსი გაიარა; პულიცერის პრემიის პრემიის გამარჯვებული დრიუ ჯორდანი, რომელიც The New York Times-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის წევრია ვიზუალური მიმართულებით. მან უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის პროგრამა დაასრულა; პირველი ქალი, რომელიც კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის მეთაური გახდა - ეილინ კოლინზი. ის NASA-ს ასტრონავტი და ყოფილი სამხედრო და სატესტო პილოტია. “ვებსტერის უნივერსიტეტის” 92 წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი კურსდამთავრებულის შესახებ მეტი იხილეთ ბმულზე.

პროფესიონალებს, რომელთაც მსოფლიო პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ასწავლის საუკეთესო პროფესორთა გუნდი, რომელთა კურსების გავლა უკვე საქართველოშიც გახდა შესაძლებელი.

“ვესბტერის უნივერსიტეტის” საქართველოს კამპუსი მათ შესახებ მცირე ინფორმაციას გვთავაზობს:

  • დიქეი მობლი - ვებსტერის უნივერსიტეტის“ ბიზნეს სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი და ლექტორი, რომელიც ტაილანდის კამპუსში 2014 წლიდან ასწავლის. მას მარკეტინგის სფეროში 15-წლიანი, ხოლო საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკაში - 10-წლიანი გამოცდილება. ის არის Clinton & Brooks Co,. Limited-ის (ტაილანდში სწრაფი კვების სამი ქსელის ქოლგა კომპანია ტაილანდში) თანადამფუძნებელი და CEO; ასევე, ammitr Group Holding Company Ltd-Jamaican Eatz-Ltd-ის თანადამფუძნებელი, შესაბამისად, მდიდარი გამოცდილება აქვს როგორც მარკეტინგის, ისე ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • დოქტორი ჯეიმს ჯეინი - ასწავლიდა ისეთ ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში, როგორიც არის Webster, Bradford და Assumption University. დოქტორი ჯეიმს ვ. ჯეინი 25 წელია “ვებსტერის უნივერსიტეტის” ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი, ადმინისტრატორი და კერძო სექტორში აღიარებული მენეჯერი და კონსულტანტია.

მუშაობდა სამ ცნობილ კომპანიაში: TATAs, HCL და JM Financials, რომლებიც მსოფლიოში ინოვაციების განვითარებას უწყობენ ხელს. ასევე, აქვს ექვსწლიანი გამოცდილება მენეჯმენტში და კონსულტაციებს უწევს როგორც ტაილანდურ, ისე სხვა უცხოურ კომპანიებს. მისი საქმიანობა მოიცავს კვლევასაც.

  • ტონი ნასიონალი (Maximo Tony L. Nacional) ლექტორი და სტუდენტების მრჩეველი „ვებსტერის უნივერსიტეტის“ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში. მას აქვს სწავლებისა და მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტში, ისე ეთიოპიის განათლების სამინისტროში. ასევე, არის Notre Dame of Dadiangas University-ის ფილიპინების კამპუსის ასისტენტ პროფესორი, მრჩეველი, კლუბის მოდერატორი; ფილიპინებში Holy Trinity College-ის ლექტორი.
  • დოქტორი იოჰან ვან როიენი - დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. 2003-2022 წლებში ჩინეთისა და ტაილანდის “ვებსტერის უნივერსიტეტის” კამპუსებში ასწავლიდა ფინანსებსა და ეკონომიკას. ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალურ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ბიზნესთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საბანკო საქმე, რისკების მენეჯმენტი, აქტივების მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, საწარმოო რისკების მენეჯმენტი, პროექტის ფინანსები და გადაწყვეტილების მიღება.
  • დოქტორი მანოუგ სომაკიანი - მას აქვს მდიდარი დიპლომატიური კარიერა და კვლევითი გამოცდილება. დაამთავრა ლონდონის ბიზნესისა და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

დოქტორ სომაკიანს კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურმა კარიერამ საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებსა და კომიტეტის შეხვედრებში, რომლებიც ნიუ-იორკში ტარდებოდა. ის იყო მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ევროპის საბჭოში და ასევე, თვალყურს ადევნებდა ევროპარლამენტის პლენარულ სესიებს სტრასბურგში და სხვა.

დოქტორი სომაკიანი ასწავლის როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მსოფლიო პოლიტიკას, გლობალიზაციასა და სხვა.

  • დოქტორი ტომას კლეინერი - ვაშინგტონში მუშაობს ორგანიზაციის განვითარებისა და ცვლილების (OD&) კონსულტანტად როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო დონეზე.

დოქტორი კლეინერი არის TEK International, LLC-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პროფესორის რანგში დოქტორმა კლაინმა განავითარა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ასევე, „ალბერტას უნივერსიტეტში“ შექმნა საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის კურსი.

მისი კარიერა მოიცავს ისეთ პოსტებს, როგორიცაა: OSIA-ს თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი პირველი წევრი. დეპარტამენტი ახორციელებდა იმ დოკუმენტის იმპლემენტაციას (INF - შუალედური ბირთვული ძალები), რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს რეიგანმა და გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი; 2000-იანი წლების ბოლოს დოქტორი კლეინერი საქმიანობდა ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამის ანალიტიკოსის თანამდებობაზე შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში.

  • თიმ ენდრიუსი - მუშაობდა ექსპორტის მარკეტინგის ოფიცრად Shell France SA-ში

1990-იანი წლებიდან. ამავე დროს, რამდენიმე წელი გაატარა მარკეტინგის

განვითარების აღმასრულებლად Castrol-ში (ტაილანდი, ბანგკოკი). ენდრიუსი არის უფროსი ლექტორი საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით University of Strathclyde-ში (დიდი ბრიტანეთი), ასევე გახლავთ ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი, და საერთაშორისო MBA პროგრამის აკადემიური დირექტორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

შვიდივე ლექტორი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში ჩარიცხულ სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებაზე ასწავლის.

„ვებსტერის უნივერსიტეტი“ აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ “ვებსტერის უნივერსიტეტის” მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ადგილზე და ისარგებლონ ყველა იმ უპირატესობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხორციელდება.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე მიღებაც საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით. არის შესაძლებელი.

ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო