კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის, მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად, 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
აგვისტოს ომის გმირის მემორიალი მისივე მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის სკვერში მოეწყო.
ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

























