Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა

Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა

2022 წლის 4 აგვისტოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს "ლიბერთი ბანკის" რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურად’ შეაფასა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. "ლიბერთი ბანკის" "სტაბილური" პროგნოზი ასახავს ბანკის მომგებიანობასა და აქტივების ხარისხის მაჩვენებლებს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფონზე.

დეტალური ანგარიში: fitchratings.com

(R)