თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ლიეტუვას  დელეგაცია  ესტუმრა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ლიეტუვას  დელეგაცია  ესტუმრა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვას დელეგაცია, ქალაქ იგნალინას მერი იუსტას რასიკასი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს, მხარეებს შორის ურთუერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრაზე დელეგაცია გაეცნო რეგიონის კულტურასა და ისტორიას, რაც მცირე პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და იგნალინას რაიონს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს სამომავლოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარების კუთხით.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი მოადგილესთან, ნიკა კობახიძესთან ერთად ესწრებოდა.