ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში, ე.წ. ექიმების ბინის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, რომელიც შეიფუთება ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით HPL და ფიბროცემენტის პანელებით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ განახლდება აივნები და შეიცვლება კარ-ფანჯარა, მოეწყობა შენობის დეკორატიული განათება.

„ ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 137 057 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.