მარნეულის მერი კენან ომაროვი „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მერი კენან ომაროვი „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კენან ომაროვი ინსტიტუტის მიერ, პროექტ „აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევების ჩვენება და ადვოკატირება“ ფარგლებში, ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგებს გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სახელმწიფო ენის შესწავლის ახალი მეთოდების დანერგვაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.