სერგო ჩიხლაძე -  ივანიშვილს, კობახიძეებს, ღარიბაშვილებს ყველაზე მეტად სტკივათ დღეს უკრაინის გამარჯვება რუსეთზე

უკრაინის ყველა პატარა თუ დიდი გამარჯვება დიდი ტკივილი იქნება "ქართული ოცნებისთვის" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული გზა აირჩია. ჩიხლაძე შემოდგომაზე ივანიშვილის და სხვა პირების მიმართ სანქციების დაწესებას ელოდება.

"ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილს, მის მომსახურე პერსონალს - კობახიძეებს, ღარიბაშვილებს ყველაზე მეტად სტკივათ დღეს უკრაინის გამარჯვება რუსეთზე. ყველაზე დიდი სილის გაწვნა "ქართული ოცნებისთვის" ახლა არის უკრაინელების მიერ რუსული აეროდრომის დაბომბვა, ასევე ბელარუსში რუსული აეროდრომის დაბომბვა. უკრაინის ყველა პატარა თუ დიდი გამარჯვება იქნება დიდი ტკივილი "ქართული ოცნებისთვის". "ქართულმა ოცნებამ" უკვე აირჩია რუსული ხაზის გატარება და ის უკან არ დაიხევს. ერთადერთი უკრაინაში უკრაინის გამარჯვება და საქართველოში "ქართულ ოცნებაზე" დიდი საზოგადოებრივი წნეხია ის, რაც საბოლოო ჯამში, ივანიშვილს დაამარცხებს. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები იქნება მიღებული როგორც ივანიშვილის, ასევე "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ასევე, მოსამართლეების მიმართ, ივანიშვილის ბიზნეს „კლანის“ წევრების მიმართ, ამას ყველაფერს ვნახავთ შემოდგომაზე,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. როგორც მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. პოდოლიაკის თქმით, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა