კახა კალაძის განცხადებით, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება და დაძაბულობა შემოიტანოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რა შანსი აქვს ოპოზიციას, როდესაც აცხადებს, რომ შემოდგომა პოლიტიკურად „ცხელი“ იქნება და ხელისუფლების წასვლა გარდაუვალია.

როგორც კალაძემ განმარტა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება.

„საქართველოში ხელისუფლების ცვლილება განხორციელდება ისე, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველთვის, როდესაც არჩევნები იმართება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი არჩევნების გზით მოხდება. სხვა საკითხებს რაც შეეხება, თუ ვიღაც არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, კანონის ფარგლებში ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება და დაძაბულობა შემოიტანოს. ამის უფლებას და შესაძლებლობას არავის მივცემთ“,-განაცხადა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება